ახალი ამბები

ევროპელმა ხელმძღვანელებმა თავი მოგვაბეზრეს რუსოფობიული კრიახით შენგენის ვიზებზე – მედვედევი

31 აგვისტო, 2022 • 1099
ევროპელმა ხელმძღვანელებმა თავი მოგვაბეზრეს რუსოფობიული კრიახით შენგენის ვიზებზე – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედვი ეხმიანება ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის განხილვას და აცხადებს, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ევროპელები თავიანთ ნამდვილ სახეს კიდევ ერთხელ გამოავლენენ.

მედვედევის თქმით, სავიზო შეზღუდვების მიღების შემდეგ რუსეთის და მისი მოქალაქეების ყურადღება ნაკლებად მოცდება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“[ასე უწოდებს რუსეთის მთავრობა და მისი პროპაგანდისტული მედია უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს] წარმართვისაგან.

„ევროპელმა ხელმძღვანელებმა უკვე თავი მოგვაბეზრეს თავიანთი რუსოფობიული კრიახით ჩვენი მოქალაქებისთვის შენგენის ვიზებთან დაკავშირებით. დაე, სწრაფად სრული აკრძალვა მათ გაცემაზე. საბოლოოდ ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს.

ევროპელები კიდევ ერთხელ გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან რუსეთისა და მისი მოქალაქეების ყურადღებას ტყუილითა და ბოდვებით ნაკლებად მოაცდენენ“, – წერს მედვედევი Telegram-ზე.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 30-31 აგვისტოს პრაღაში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ლობირებენ ტურისტული ვიზების აკრძალვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა გერმანია და საფრანგეთი წინააღმდეგი არიან.

კონსენსუსი უფრო მიღწევადია რუსეთთან ვიზების გამარტივების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შეჩერებაზე. ამ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ვიზებში 35 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ, ასევე, უფრო ხანგრძლივი პროცედურის წინაშე აღმოჩნდებიან.

EU რუსებისთვის ვიზების შეზღუდვას განიხილავს — მომხრეები და მოწინააღმდეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი