ახალი ამბები

მესტიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

30 აგვისტო, 2022 • 635
მესტიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარია.

ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციით, იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობა.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც.

ყალიბდება ხანძრების სეზონი – რა უნდა გაკეთდეს | ინტერვიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი