ახალი ამბები

საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთში მიემგზავრებიან — სტატისტიკა

24 აგვისტო, 2022 • 2850
საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთში მიემგზავრებიან — სტატისტიკა

2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტები ყველაზე ხშირად თურქეთში მიემგზავრებოდნენ. ამ ქვეყანაზე მოდის საქართველოდან განხორციელებული ვიზიტების 55.7%.

საქართველოს რეზიდენტების მეორე არჩევანია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელებზეც მოდის ვიზიტების საერთო რაოდენობის  12.5%, მესამეზეა რუსეთის ფედერაცია 10.7%-ით, მეოთხე ადგილზე- სომხეთი 6.8%-ით, მეხუთეზე — აზერბაიჯანი 1%-ით, ხოლო 13.4% მოდის სხვა ქვეყნებზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-მაისი-ივნისი) ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით, 21.3% — პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა, 19.2% — ახლობლების მონახულება, 12.6% — დასვენება, 1.6% — მკურნალობა, სხვა მიზეზით კი — 2.7%.

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან სულ დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 515.2 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი