ახალი ამბები

მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 95.6%-ით აღდგა

17 ივნისი, 2022 • 528
მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 95.6%-ით აღდგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2022 წლის მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,581,861 აშშ დოლარი შეადგინა, რაც პანდემიამდელი (2019 წლის) მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა.

ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,781,782 (+250.4%) აშშ დოლარით.

უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იანვარი-მაისის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3% აღდგენაა.

2021 წლის იანვრი-მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204 (+374.5%) აშშ დოლარით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი