ახალი ამბები

ძაღლებს პატრონის სახლში დაბრუნებისას სიხარულისგან ტირილი შეუძლიათ – კვლევა

23 აგვისტო, 2022 •
ძაღლებს პატრონის სახლში დაბრუნებისას სიხარულისგან ტირილი შეუძლიათ – კვლევა

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევით, ძაღლებს პატრონის სახლში დაბრუნებისას სიხარულისგან ტირილი შეუძლიათ.

მცირე მასშტაბის კვლევის შედეგებზე ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ფენომენი დამოკიდებულებია ძაღლსა და პატრონს შორის კავშირის სიმყარეზე. გამოცემის ცნობით, კვლევის ფარგლებში მეცნიერები 22 ძაღლის ქცევას აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ, თუ როგორ რეაგირებდნენ ოთხფეხა მეგობრები მათი პატრონთან და სხვა პირებთან შეხვედრისას.

კვლევის შედეგების მიხედვით, ძაღლები დიდი რაოდენობით ცრემლებს მხოლოდ მაშინ ღვრიდნენ, როცა საკუთარ პატრონს რამდენიმესაათიანი განშორების შემდეგ ხვდებოდნენ. სხვა ნაცნობ ადამიანებთან შეხვედრისას კი იგივე შედეგი არ დაფიქსირებულა.

„არასდროს გვსმენია ისეთი აღმოჩენის შესახებ, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ცხოველებს ისეთ სასიხარულო მომენტებში შეუძლიათ ტირილი, როგორიც პატრონთან შეხვედრაა“, – თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა BBC-სთან.

კვლევის ფაგრლებში მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ აცრემლებული ოთხფეხა მეგობრების დანახვის შემდეგ პატრონებს უმძაფრდებოდათ სურვილი, ეზრუნათ საკუთარ ცხოველებზე და ისინი უფრო მეტად მზრუნველები ხდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი