ყვარელში ორი ძაღლის მოკვლის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 2 დღეში, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, ორი ძაღლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია – 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ პროკურატურაში.