ახალი ამბები

პიტ ბულის, ჰასკის და კიდევ რამდენიმე ჯიშის ძაღლის მოშენება დროებით იკრძალება

3 მარტი, 2026 •
პიტ ბულის, ჰასკის და კიდევ რამდენიმე ჯიშის ძაღლის მოშენება დროებით იკრძალება

მთავრობის დადგენილებით, 3 წლის განმავლობაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი წესდება.

კერძოდ, დადგენილების მიხედვით, მორატორიუმი ცხადდება პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით.

შესაბამისი დადგენილება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო. დადგენილება 1 ივლისიდან ამოქმედდება.

დადგენილების მიხედვით, მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად დასახელებულია:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი;
  • ფილა ბრაზილეირო;
  • სტაფორდშირის ტერიერი;
  • არგენტინული დოგი;
  • ტოსა ინუ;
  • კანე კორსო;
  • სტაფორდშირ ბულ ტერიერი.

მორატორიუმი გავრცელდება სხვა ჯიშის ძაღლებზეც, კერძოდ, ესენია:

  • ჰასკი;
  • მალამუტი;
  • ლაიკა.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი