ახალი ამბები

წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გვაქვს ახალი კერებიც – გომელაური ბორჯომის ხანძარზე

24 აგვისტო, 2022 •
წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გვაქვს ახალი კერებიც – გომელაური ბორჯომის ხანძარზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ზონა შემცირებულია, თუმცა არსებობს ახალი კერებიც.

„წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, იქ დღეს გადასულია და იქ იყო ახალ-ახალი ხეები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადებით, ხანძრი დასახლებულ პუნქტამდე ვერ მიაღწევს, „თუ რაიმე სასწაული არ მოხდება“.

გომელაურმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს, რომელიც ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი