ახალი ამბები

ხანძარი ქვაბისხევის ტყეში: ცეცხლის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

21 აგვისტო, 2022 • 1392
ხანძარი ქვაბისხევის ტყეში: ცეცხლის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტყეში მესამე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ცნობის თანახმად, ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი.

ადგილობრივი ტელეკომპანიის “ბორჯომი” ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ზორეთის მიმდებარედ 19 აგვისტოს გაჩნდა.

გარეკანი ფოტო: ტვ ბორჯომი

მასალების გადაბეჭდვის წესი