შეთანხმება კვერცხების ფონზე

„ბიბისის“ ცნობით, საპარლამენტო ქაოსის მიუხედავად, უკრაინის პარლამენტში დებატები გაგრძელდა და პარლამენტის 450 წევრიდან შეთანხმებას მხარი 236 დეპუტატმა დაუჭირა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარებს სევასტოპოლში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივა.

„ბიბისის“ ცნობით, საპარლამენტო ქაოსის მიუხედავად, უკრაინის პარლამენტში დებატები გაგრძელდა და პარლამენტის 450 წევრიდან შეთანხმებას მხარი 236 დეპუტატმა დაუჭირა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარებს სევასტოპოლში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივა.

რუსეთის საზღვაო ძალებისთვის ლიცენზიის გაგრძელების გარშემო უკრაინის პარლამენტში დაწყებული დებატები არეულობაში გადაიზარდა. 

პალატის თავმჯდომარე იძულებული გახდა ოპოზიციონერთა ნასროლი კვერცხებისგან თავი ქოლგით დაეცვა. კვამლის ბომბების აფეთქების შემდეგ პარლამენტარებს შორის ჩხუბი ატყდა.

კიევმა რუსეთის ჯარებს სევასტოპოლში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივა, სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის გაზს დაბალ ფასად მიიღებს.

შეთანხმებამ, რომელიც  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი–უკრაინა დაახლოვა, დიდი დაპირისპირება გამოიწვია უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შეთანხმება, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა 27 მარტს გააფორმეს ვიქტორ იანუკოვიჩმა და დიმიტრი მედვედევმა.

ოპოზიციამ კვერცხები დაუშინა რადას თავმჯდომარე, ვოლოდმირ ლიტვინს. ის   ორმა თანაშემწემ შავი ქოლგებით დაიცვა.

„ბიბისის“ ცნობით, დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზში კვერცხებს ისროდნენ და კვამლის საწინააღმდეგოდ სახეზე ცხვირსახოცებს იფარებდნენ.

პარლამენტის შენობასთან ათასობით დემონსტრანტი მოგროვდა. მომიტინგეების ნაკადს უკრაინის პოლიცია აკავებდა.

„ბიბისის“ ცნობით, საპარლამენტო ქაოსის მიუხედავად, დებატები გაგრძელდა და შეთანხმებას მხარი დაუჭირა 236 დეპუტატმა პარლამენტის 450 წევრიდან.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი