ახალი ამბები

ყირიმში, სიმფეროპოლთან მდებარე ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა – რუსული მედია

16 აგვისტო, 2022 • 5230
ყირიმში, სიმფეროპოლთან მდებარე ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა – რუსული მედია

რუსეთის  მიერ ანექსირებულ ყირიმში დღეს, 16 აგვისტოს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. რუსული  „კომერსნატის“ ცნობით, ამჯერად აფეთქება სიმფეროპოლის მახლობლად სამხედრო ავიაბაზაზე განხორციელდა.

„კომერსანტი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმის სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში მდებარე სამხედრო ავიაბაზა შავ კვამლშია გახვეული.

მათივე ცნობით, ადგილობრივი მოქალაქეები ამბობენ, რომ სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

„კომერსანტის“ წყაროს ცნობით, სამხედრო დეპარტამენტები და ძალოვანი უწყებები ამოწმებენ ვერსიას საბრძოლო მასალის საცავზე მცირე დრონით თავდასხმის შესახებ.

ოფიციალურ პირებს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტრი არ გაუკეთებიათ.

9 აგვისტოს, საკის აეროდრომზე თავდასხმიდან  რამდენიმე დღეში, ეს არის ყირიმში, აეროდრომზე მომხდარი კიდევ ერთი აფეთქება.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი