ახალი ამბები

16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო არ იმუშავებს

15 აგვისტო, 2022 • 880
16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო არ იმუშავებს

ხვალ, 16 აგვისტოს, კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე, გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით – 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი