ახალი ამბებირეკლამა

ჭიათურაში სახალხო საბაგიროს რეაბილიტაცია დაიწყო

30 სექტემბერი, 2021 •
ჭიათურაში სახალხო საბაგიროს რეაბილიტაცია დაიწყო

ჭიათურაში სახალხო-სამგზავრო ტრანსპორტის – საბაგიროს აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო. ამ ეტპზე ატიურად მუშაობენ სადგურების განახლებაზე. პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვლება ბაგირები, მართვის სისტემა და რაც ყველაზე მთავარია, სრულად განახლდება ისტორიული, უნიკალური სამგზვრო გონდოლები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შენარჩუნებული იქნება, როგორც მთავარი სადგურის, სევე გონდოლების პირვანდელი იერსახე. 

სახალხო – სამგზავრო საბაგიროს და სადგურს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომ სამუშაო განსაკუთრებული სიფრთხილით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ტარდება

ორგონდოლიანი საშევარდნოს ხაზი ორივე მიმართულები 14 -ი მგზავრისთვისაა გათვლისწინებული.  ხაზის სიგრძე 250 მეტრია, სადგურებს შორის სიმაღლე 186 მეტრი, დახრის კუთხე 48 გრადუსი, მოძრაობის ხანგრძლივობა 1, 7 წთ, სიჩქარე კი 2, 8 მეტრი წამში

საბაგირო ხაზის, გონდოლების და სადგურის აღდგენას უზრუნველყოფს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი  მუნიციაპლური განვითარების ფონდთან ერთად. საბაგირო დაახლოებით ორი წელია არ ფუნქციონირებს, რადგან სამგზავრო  ხაზი, ისევე, როგორც გონდოლები, მთლიანად ამორტიზებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მგზავრობა სრულად უსაფრთხო გახდება, რაც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს. 

ჭიათურაში პირველი სამგზავრო კიდული ბაგირგზა „ჭიათურა -პერევისა“, ე.წ. 25ის გზა 1954 წელს, გამოჩენილი ინჟინერ-კონსტრუქტორის, გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით აშენდა.  1966 წელს კი კვლავ გიორგი ფანცულაია ხელმძღვანელობით გაკეთდა უნიკალური სახალხო – სამგზავრო ბაგირგზა ნინოშვილის ქუჩიდან საშევარდნოზე. ეს საბაგირო ხაზი ჭიათურის სავიზიტო ბარათია, რომელიც განსაკუთრებულ ინტერსს იწვევს ტურისტებში. შესაბამისად, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქში გაიზრდება სტუმართა რიცხვი, რაც თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ჭიათურის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარებაზე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი