საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელთან კომუნიკაცია შედგა, ისინი თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
„მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას“, – აცხადებენ შსს-ში.
მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს.
დაშავებულ მთასვლელთა თქმით, მათი ჯგუფიდან ერთი-ერთი პირი ნაპრალში გადავარდა. სწორედ მისი ცხედარი ამოასვენეს მაშველებმა.
შსს-ს არ დაუსახელებია, რომელი ქვეყნ(ებ)ის მოქალაქეები იყვნენ ტურისტები.