26 დეკემბერს, გამთენიისას თბილისში, ორბელიანების მოედანზე ხანძარი იყო.

ხანძარი ავტომობილების პარკირების ადგილზე გაჩნდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაიწვა.

მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.