რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორია, ჯგუფის მუშაობის პრინცპს განმარტავს „რუსეთის კვლევის ცენტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მაკფოლის თქმით, ჯგუფის წევრების ნაწილს ჰქონდა სურვილი სანქცირების რეკომენდაცია გაეცათ რუსეთის მიღმა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც, თუმცა ამ ეტაპზე თავი შეიკავეს და ფოკუსი კლვავ რუსეთზე დატოვეს. მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაციის წევრის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ:
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ჯგუფი დამოუკიდებელია და არავითარი ფორმალური კავშირი არ გვაქვს არცერთ მთავრობასთან. ჩვენ ყოფილი თანამდებობის პირები ვართ, უმეტესობა პროფესორია. ბევრი უკრაინიდანაა, ბევრი- აშშ-დან, ზოგი გერმანიიდან და რუსეთიდანაც კი. ჩვენ არაფორმალურად ვხვდებით, ქვეჯგუფებიც გვაქვს.
რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა ქვეჯგუფმა თქვა, რომ თუ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ სანქციებში, უნდა გავცდეთ რუსეთს და ბელარუსის, გერმანიის, საქართველოს მოქალაქეების სანქცირების რეკომენდაციაც გავცეთ. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია, იმიტომ, რომ წინააღმდეგობრივია. ბევრს ჩვენს ჯგუფში სურს ფოკუსი კვლავ რუსეთზე შევაჩეროთ. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში მსგავს რეკომენდაციას არ გავცემთ“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.
კითხვაზე, ვინ შეიძლება განიხილებოდეს ინდივიდუალურ სანქცირებაზე, მაკფოლი გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა პრინციპს განმარტავს:
ჩემი მოსაზრებაა, რომ თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო. თუ, მაგალითად, რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოში ხარ, რომელიც ეხმარება პუტინს ომში… შესაძლოა, პირადად შენ არ ხარ ჩართული, მაგრამ საბჭოში თუ ხარ, პასუხსიმგებლობას იზიარებ. ეს შეიძლება იყოს ყველა ინდივიდი, ორგანიზაცია და მთავრობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს“ ,- ამბობს ამკფოლი.