ახალი ამბები

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ბლინკენი

7 აგვისტო, 2022 •
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის 14 წლის თავზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.” – ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.


წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი