ახალი ამბები

დაძაბულობის ფონზე ისრაელი 25 000 რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს

6 აგვისტო, 2022 •
დაძაბულობის ფონზე ისრაელი 25 000 რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს

ისრაელსა და ღაზას შორის დაძაბულობა გრძელდება. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ღაზაში მოქმედ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის ცეცხლი არ წყდებოდა.

როგორც BBC წერს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლა მოხდა, რომელთა უმეტესობა ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.

ღაზის სექტორიდან მორიგ შეტევას წინ უძღოდა ისრაელის ავიაიერიში, რომელსაც სულ მცირე 10 ადამიანი მათ შორის, დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის სამხედრო ლიდერი დაიღუპა. გამოცემა წერს, რომ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ღაზაში დაღუპულთა შორის 5 წლის ბავშვიცაა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა.

სიტუაცია ისრაელსა და ღაზას შორის კიდევ ერთხელ მას შემდეგ გამწვავდა რაც ისრაელმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ისლამური ჯიჰადის 19 წევრი, მათ შორის ბასემ საადი დააკავა, რომელიც ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერია.

დაძაბულობის ფონზე ისრაელი 25 000 რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს. როგორც The Juresalem Post წერს, შესაბამისი ბრძანება უკვე დაამტკიცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი