უკრაინული გამოცემა UNIAN მოუწოდებს მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ „დედაენა ბარს“, რომელსაც დილიდან უტევენ პუტინისტური განწყობის მოქალაქეები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.
„რუსი მუტრუკები ქართულ დაწესებულებას [დედაენა ბარს] მასობრივად უწერენ დაბალ შეფასებას, რადგან ბარი მათგან ითხოვს ანკეტის შევსებას – „უხერხული კითხვებით“. ახლა მათი რეიტინგი 5-დან 2,5-მდე დაეცა.
კომენტარების ავტორები მოსკოვური ჭაობიდან ძალიან გააღიზიანა კითხვარმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა უკვე დაიწყეს ბარის მხარდაჭერა და ცდილობენ მათი რეიტინგი აწიონ. მოგიწოდებთ ასევე დავუჭიროთ მხარი პრინციპულ მფლობელს და დადებითი შეფასება მისცეთ ამ ბარს“, – წერს UNIAN.
საქმე ის არის, რომ ბარს დაწესებული აქვს ერთგვარი „ვიზა” რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლითაც უნდა დაადასტურონ, რომ არასდროს მიუციათ ხმა პუტინისთვის, გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ.
კითხვარით ბარი ასევე მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, გაითავისონ, რომ უცხო ქვეყანაში არიან, ბარის თანამშრომლებს ესაუბრონ ქართულად ან ინგლისურად, “არ შევიდნენ პოლიტიკურ დისკუსიაში, როცა ნასვამები არიან” და ა.შ.
პუტინისტების ორგანიზებული ინტერნეტკამპანია “დედაენის ბარის” წინააღმდეგ