ახალი ამბები

ბალკანეთი, ტაივანი, კავკასია… ყველა კონფლიქტს აერთიანებს ერთი ფაქტორი — ზელენსკი

3 აგვისტო, 2022 • 1296
ბალკანეთი, ტაივანი, კავკასია… ყველა კონფლიქტს აერთიანებს ერთი ფაქტორი — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კონფლიქტური სიტუაციები და საფრთხეები განსხვავებულია, თუმცა მათ აერთიანებს ერთი ფაქტორი — გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩავარდნა.

ამის შესახებ ზელენსკიმ 3 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამ დღეებში ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სხვა გეოგრაფიულ ადგილებში არსებული კონფლიქტური სიტუაციებისა და საფრთხეების შესახებ. ჯერ — ბალკანეთი, მერე — ტაივანი, ახლა შეიძლება, კავკასია… ყველა ეს სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა მათ აერთიანებს ერთი ფაქტორი — გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურამ არ იმუშავა. რომ ემუშავა, მთელი ეს კონფლიქტი არ იქნებოდა“, — განაცხადა ზელენკიმ.

მისი თქმით, ეს არის ფაქტი, რასაც უკრაინა ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 161 დღის შემდეგ, არამედ წლების განმავლობაში.

„ვინაიდან რუსეთმა სრულიად უგულებელყო საერთაშორისო სამართალი — კაცობრიობის ინსტერესები, როგორც ასეთი“, — დასძინა ზელენსკიმ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა სერბეთსა და კოსოვოს შორის, ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, ლიჩანის რაიონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების შეხების ზოლში ახალი შეტაკება მოხდა.

ორი დაღუპული, რვა დაჭრილი – შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ

დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.