ნენსი პელოსისა და კონგრესის დელეგაციის წევრებმა ტაივანში ჩასვლისთანავე გაავრცელეს განცხადება, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ტაივანს და ამბობენ, რომ ვიზიტი აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკიდან გადახვევა არ არის.
„კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიისადმი“, – წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ვიზიტი ტაივანში არის ინდოეთისა და წყნარ ოკეანეში უფრი ფართო მოგზაურობის ნაწილი, – მათ შორის სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში,- რომელიც ორიენტირებულია ორმხრივ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პარტნიორობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე“.
კონგრესის დელეგაცია აცხადებს, რომ საუბრები „ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებაზე და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე“…
„ამერიკის სოლიდარობა ტაივანში მცხოვრები 23 მილიონი ადამიანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, – წერია განცხადებაში.
„ჩვენი ვიზიტი ტაივანში ერთ-ერთია კონგრესის რამდენიმე დელეგაციიდან. ის არანაირად არ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ხელმძღვანელობს 1979 წლით დათარიღებული ტაივანთან ურთიერთობების აქტით, აშშ-ჩინეთის საერთო კომუნიკეთი და ექვსი გარანტიით. შეერთებული შტატები კვლავ ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად“, – აცხადებენ დელეგაციის წევრები.
დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის წინააღმდებობის მიუხედვად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩაფრინდა.
მისი თვითმფრინავი ტაივანის აეროპორტში სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა, ნენსი პელოსი თბილისის დორით 18:53 საათზე ჩამოვიდა თვითმფრინავიდან.
პელოსის შესაძლო ვიზიტის გარშემო დაძაბულობის პარალელურად, მედიაში ჩნდებოდა მასალები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ემზადებოდნენ ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დასახვედრად – ტაივანის ხელისუფლებამ გამოყო 8 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც აეროპორტამდე ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა გააცილონ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ტანკები პროვინცია ფუჯიანის სანაპიროზე, რომელიც ტაივანის კუნძულთან მდებარეობს.
როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, პენტაგონი განუწყვეტლივ აკვირდება რეგიონში ჩინელთა ნებისმიერ გადაადგილებას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს ტაივანის აღმოსავლეთით შეერთებული შტატების ოთხი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.
ვრცლად: