ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში რუსების გამო ბინის დაქირავების ფასების ზრდას აპროტესტებენ

29 ივლისი, 2022 •
ერევანში რუსების გამო ბინის დაქირავების ფასების ზრდას აპროტესტებენ

სომხეთის დედაქალაქში მოქალაქეების ნაწილმა ბინის დაქირავების ფასების ზრდის გამო მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მთავრობისგან ითხოვენ იპოთეკის საკრედიტო პირობების შერბილებას, რათა იმავე თანხით საკუთარი ბინების ყიდვა შეძლონ.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, თუკი აქამდე ერევანში ოროთახიანი ბინის დაქირავების საშუალო ფასი 80 000 [დაახლოებით, 180 აშშ დოლარი] დრამი იყო, ახლა იმავენაირი ბინის შოვნა 200 000 [დაახლოებით, 450 აშშ დოლარი] დრამიდან შეიძლება.

როგორც სომხური გამოცემა epress.am წერს,  24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების სომხეთში მასობრივი შემოდინების გამო ერევანში  ბინების მეპატრონეებმა უძრავი ქონების გაქირავების ფასები  გაზარდეს. შესაბამისად, უბინაობის პრობლემა შეექმნათ ძველ დამქირავებლებსაც, რომლებიც ფასების ზრდის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ბინები.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრისა და რუსეთის მოქალაქეების ნაწილის საქართველოში შემოდინების ფონზე, უძრავი ქონების გაქირავების ფასებმა თბილისშიც მოიმატა.

რამდენით გაძვირდა თბილისში ბინის დაქირავება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი