„მედიაომბუდსმენი“ იუწყება, რომ მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს.
27 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, უკანონო ფარული მოსმენა–მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით 19 ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.
საუბარია 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, „კრებსებზე“, რაც მოიცავს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილს.
ამ ფაილებში არის ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს
სია 19 ჟურნალისტისა, რომლებიც ითხოვენ დაზარალებულად ცნობას, ასეთია:
- ნინია კაკაბაძე – უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
- დავით გამისონია – რადიო თავისუფლება
- გელა მთივლიშვილი – მთის ამბები
- თათია ხალიანი – ონლაინგამოცემა პუბლიკა
- ლევან სუთიძე – ონლაინგამოცემა ტაბულა
- მარიამ ლომაძე – ტელეკომპანია კავკასია
- სალომე ჩადუნელი – ტელეკომპანია ფორმულა
- გიორგი კიკაბიძე – ტელეკომპანია ფორმულა
- ელისაბედ ციციშვილი – ტელეკომპანია ფორმულა
- ლუკა ხაჩიძე – ტელეკომპანია ფორმულა
- ნინო ვარძელაშვილი – ტელეკომპანია ფორმულა
- გიორგი კვიჟინაძე – ტელეკომპანია ფორმულა
- ნატა ქაჯაია – ტელეკომპანია პირველი
- ნანუკა ქაჯაია – ტელეკომპანია პირველი
- ვასილ დაბრუნდაშვილი – ტელეკომპანია პირველი
- რუსუდან ჯაბანიშვილი – ტელეკომპანია პირველი
- მაია მამულაშვილი – ტელეკომპანია პირველი
- სესილი ბოკერია – ტელეკომპანია პირველი
- ნატო გოგელია – ტელეკომპანია პირველი
მანამდე, 2022 წლის 12 ივლისს, „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა.
მომჩივან ჟურნალისტებს შორის არიან: ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო ბიძინაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები — გიორგი მგელაძე და გელა ბოჩიკაშვილი, ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტები — ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები — ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი.