ახალი ამბები

ზურაბიშვილი ბიჭვინთაზე: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

26 ივლისი, 2022 • 709
ზურაბიშვილი ბიჭვინთაზე: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ბიჭვინთის ნაწილის მიტაცების განზრახვაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა:

„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყევტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს დისკუსია ბიჭვინთაში ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. საუბარია შეთანხმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.

ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. აღნიშნული შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მარტამდე ცნობილი არ ყოფილა. ამამად საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი