უკრაინა ელის, რომ ოკუპირებული ხერსონის რეგიონს უკან სექტემბერში დაიბრუნებს.
სერგეი ხლანი, ხერსონის რეგიონის თავმჯდომარის თანაშემწე უკრაინულ ტელევიზიასთან აცხადებს: “შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრისთვის ხერსონის რეგიონი სრულად იქნება გათავისუფლებული და ოკუპანტების გეგმა ჩავარდება”.
ხერსონი რუსულმა ჯარებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ეს რეგიონი მნიშნელოვანია უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული ჯარი ხერსონში გარკვეულ წარმატებას აღწევს.
“ჩვენი შეიარაღებული ძალები წინ ღიად მიიწევენ. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დაცვიდან კონტრშეტევის ქმედებებზე ვერთვებით”, – AFP-ის ცნობით, განაცხადა ხლანმა.
რუსეთი აკონტროლებს რეგიონის უმთავრეს ქალაქ ხერსონსაც.