ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანად უნდა იმუშაონ და არა პარალელური ჯგუფების მეშვეობით.
„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე პარალელური ჯგუფების მუშაობა არ არის არც ძალის და არც ერთობის მაჩვენებელი. ევროკავშირის კანდიდატობა მხოლოდ ერთი პარტიით კი არა, გაერთიანებული პოლიტიკური კლასით მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველას წვლილი ფასდება“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე.
?? #Georgia‘s motto says “Unity is Power”. Unfortunately, having parallel groups working on the EU recommendations demonstrates neither unity nor power. EU candidacy will be achieved not by a single party but by united political class. Everyone contributes, everyone gets credit!
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 22, 2022
ევროკომისიის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით სამუშაო გეგმა „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ივლისს წარადგინა.
22 ივლისს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონროექტების მომზადების ცალკე პროცესს იწყებენ.
ოპოზიციის ნაწილი EU-ს რეკომენდაციებზე პარალელურ პროცესს აანონსებს