ახალი ამბები

ევროპარლამენტარები აქ ვინმეს ომში ჩასათრევად არ ვართ – კრამონი

20 ივლისი, 2022 • 704
ევროპარლამენტარები აქ ვინმეს ომში ჩასათრევად არ ვართ – კრამონი

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპელი დეპუტატები საქართველოში ქვეყნის ომში ჩასათრევად არ ჩამოსულან.

მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრები თბილისში იმყოფებიან როგორც საქართველოსა და მისი მოქალაქეების მხარდამჭერები.

კრამონის თქმით, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საჭიროა რეკომენდაციების შესრულება. მათ შორის, კრამონი ხაზს უსვამს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება მაგიდიდან გადადებული არ არის და მისი შესრულება ევროკავშირისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობის საფუძველია.

“ევროპარლამენტარები, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წარმომადგენლები, აქ ვინმეს ომში ჩასათრევად არ ვართ, არამედ პირიქით, გვინდა თქვენი ქვეყანა ვიხილოთ ევროკავშირისკენ მიმავალ სწორ გზაზე”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონ.

კრამონის თქმით, წლებია ევროპარლამენტი  საქართველოს ეხმარება როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. ევროკავშირში სურთ, რომ მათი ინვესტიციის კონკრეტული შედეგები ნახონ.


დღეს, 20 ივლისს, საქართველოს ეწვია ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი