ახალი ამბები

მიუღებელია ბრალდებები, რომ EU ჩვენგან მეორე ფრონტს ელოდება – ზურაბიშვილი ხელისუფლებაზე

20 ივლისი, 2022 • 1327
მიუღებელია ბრალდებები, რომ EU ჩვენგან მეორე ფრონტს ელოდება – ზურაბიშვილი ხელისუფლებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიუღებელია ბრალდებები ევროკავშირისგან “მეორე ფრონტის” გახსნის მოლოდინზე. ამის შესახებ მან დღეს, 20 ივლისს, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების ნაწილში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება.

“საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ ერთმანეთთან ჭიდილიდან, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, არამედ გარეთაცაა და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი… მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში. მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს. ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ  ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ხელისუფლების მიერ ომში ჩართვაზე წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი