ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელიც ამ უკანასკნელმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მისწერა.
„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს მისწერა, იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესს ემსახურება . მე მჯერა, რომ ევროკომისია საქართველოს გვერდით დადგება ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისა და არაფორმალური მმართველობის დასრულების გზაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ოჯახის წევრი“, – წერს გახარია ტვიტერზე.
PM Garibashvili’s letter to Commission President @vonderleyen is an evidence of state put to the service of personal interests. I trust the @EU_Commission will stand by ?? in building institutional democracy to end informal rule and become part of the ?? family.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) July 18, 2022
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 18 ივლისს გამოაქვეყნა. წერილში ღარიბაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ოლიგარქია.
პრემიერი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და მზადყოფნას გამოთქვას, ამასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.