აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში, შეერთებული შტატები კი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ომი არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებზე, საქართველოს ჩათვლით.
„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. ვფიქრობ, მათ სურთ, იხილონ ენთუზიაზმი და ენერგია ხელისუფლების მუშაობაში, ოპოზიციასთნ და არასამთავრობო სექტორთან ერთად, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებაში.
ეს არის პრიორიტეტი ქართველი ხალხისთვის და, ვფიქრობ, ისინი ელიან, რომ იქნება პრიორიტეტი პარლამენტის წევრებისთვისაც. ჩემი, როგორც აშშ-ის ელჩის როლია, განვიხილო შეერთებული შტატების პოლიტიკა და შემიძლია გითხრათ, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს, რომ მოახდინოს პუტინის არაპროვოცირებული ომის გავრცელების პრევენცია საქართველოსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე. პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეაჩეროს დღესვე. ამერიკა რაზეც მუშაობს, ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის აღდგენა“, — განაცხადა კელი დეგნანმა.
სახელისუფლებო პროპაგანდაა, თითქოს გარკვეულ ძალებს დასავლეთში საქართველოს ჩართვა სურთ ომში.