ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა და ერდოღანმა ერთმანეთს დღესასწაულები მიულოცეს

12 ივლისი, 2022 • 1805
ფაშინიანმა და ერდოღანმა ერთმანეთს დღესასწაულები მიულოცეს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ-ერდოღანთან და ყურბაღ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ერდოღანმა კი, ფაშინიანს – ვარდავარის დღესასწაული.

ორივე ქვეყნის ლიდერმა, მედიის ცნობითვე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

რამდენიმე დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ანკარაში პრესკონფერენციის დროს სომხეთს შესთავაზა, ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებზე შეხვედრა ერევანში ჩაატარონ. მისივე თქმით, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებთან დაკავშირებით თურქეთი ყველა ეტაპზე გადის კონსულტაციას აზერბაიჯანთან.

აქამდე მხარეთა სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვსა და ვენაში რამდენჯერმე შეხვდნენ.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ ურთიერთობების დალაგების მზაობასთან დაკავშირებით თურქეთსა და სომხეთს არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებიათ გარკვეული წინაპირობებით.

ამავე თემაზე საარქივო სტატია:

რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი