ახალი ამბები

„ქვიშის ბატარეამ“ შეიძლება მწვანე ენერგიის უდიდესი პრობლემა გადაჭრას – BBC

5 ივლისი, 2022 • 953
„ქვიშის ბატარეამ“ შეიძლება მწვანე ენერგიის უდიდესი პრობლემა გადაჭრას – BBC

ფინელმა მკვლევრებმა აამუშავეს მსოფლიოში პირველი ფუნქციონირებადი “ქვიშის ბატარეები”, რომელსაც მწვანე ენერგიის შენახვა თვეების განმავლობაში შეუძლია. დეველოპერების თქმით, ამან შესაძლოა გადაჭრას მწვანე ენერგიასთან დაკავშირებული უმთავრესი პრობლემა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მომარაგებით უზრუნველყოფას გულისმობს, მათ შორის- ზამთარშიც. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოწყობილობა ქვიშის გამოყენებით ინარჩუნებს სითბოს, რომელიც მანამდე მზისა და ქარის სადგურებისგან მიღებული ელექტროენერგიით იქმნება. ქვიშა სითბოს დაახლოებით 500 გრადუს ცელსიუსზე ინახავს, რასაც ზამთარში, ენერგიის გაძვირებისას, სახლების გათბობა შეუძლია.

მოწყობილობა ცილინდრის ფორმის სათავსოებისგან შედგება, სადაც დაახლოებით 100 ტონა ქვიშაა მოთავსებული.  ქვიშა სითბოს შესანახად ძალიან ეფექტური საშუალებაა. შემქმნელების თქმით, მოწყობილობა 500 გრადუს ცელსიუსზე ქვიშას რამდენიმე თვის განმავლობაში შეინახავს.

სიცივისას სითბოთი დამუხტული ბატარეები ცხელ ჰაერს გამოყოფენ, რაც ცენტრალური გათბობის სისტემისთვის წყალს აცხელებს.

BBC-ის ცნობით, მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობენ ამერიკის შეერთებული შტატებშიც, თუმცა ფინელები პირველები არიან, ვინც აღნიშნული სისტემა უკვე აამუშავეს და ამ დროისთვის გამართულად მუშაობს.

მოწყობილობა ფინეთის ერთ-ერთ ელექტროსადგურშია დამონტაჟებული. აღნიშნული ელექტროსადგური უბნის გათბობის სისტემებს ამუშავებს. მისი დირექტორის თქმით, მოწყობილობა ამ დროისთვის გამართულად მუშაობს.

“ეს მართლაც მარტივია, მაგრამ ჩვენ მოგვწონს იდეა, ვცადოთ რაღაც ახალი, ვიყოთ მსოფლიოში პირველი, ვინც მსგავსი რამის გაკეთებას შეძლებს”, – ამბობს ელექტროსადგურის დირექტორი.

BBC-ის ცნობით, მოწყობილობასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევებიც არსებობს. მაგალითად, როგორ უნდა გამოიმუშაოს ელექტროენერგია მოწყობილობამ მზის სინათლისა და ქარის სიმძლავრის შემცირების შემთხვევაში. ამასთან, განახლებადი ელექტროენერგია ქსელის დასაბალანსებლად ენერგიის გარეშე წყაროებსაც მოითხოვს, რადგან ზედმეტმა ან ნაკლებმა ენერგიამ შეიძლება მისი გათიშვა გამოიწვიოს. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დიდი ზომის ბატარეების დამონტაჟებაა, რომლებსაც შეუძლია ენერგიის მოთხოვნილების შენახვა და დაბალანსება.

გარეკანის ფოტო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი