თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ანკარაში პრესკონფერენციის დროს სომხეთს შესთავაზა, ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებზე შეხვედრა ერევანში ჩაატარონ. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ”-ზე დაყრნობით.
აქამდე მხარეთა სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვსა და ვენაში რამდენჯერმე შეხვდნენ.
მისივე თქმით, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებთან დაკავშირებით თურქეთი ყველა ეტაპზე გადის კონსულტაციას აზერბაიჯანთან.
ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ ურთიერთობების დალაგების მზაობასთან დაკავშირებით თურქეთსა და სომხეთს არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებიათ გარკვეული წინაპირობებით.
ამავე თემაზე საარქივო სტატია: