ახალი ამბები

ჩემი გინების ადრესატს მეტი ეკუთვნის, თუმცა, უკაცრავად საზოგადოებასთან – სამხარაძე

4 ივლისი, 2022 • 1592
ჩემი გინების ადრესატს მეტი ეკუთვნის, თუმცა, უკაცრავად საზოგადოებასთან – სამხარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, რომელმაც გუშინ, 3 ივლისს, „ქართული ოცნების“ ოფისიდან რამდენჯერმე აგინა აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს და მიხეილ სააკაშვილს, ამბობს, რომ „გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის“.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია“, – დაწერა სამხარაძემ სოციალურ ქსელში.


გუშინ, 3 ივლისს, მას შემდეგ, რაც აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მომიტინგეებს რამდენჯერმე უშუალოდ ოფისიდანვე აგინა – ერთხელ აივნიდან, ხოლო მეორედ – ოფისის შესასვლელიდან, სადაც ამ მომენტისთვის ასობით პოლიციელი უკვე მობილიზებული იყო.

გინების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო სამხარაძემ ფეისბუკზე თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა, მალევე წაშალა. მასში ისმის, რომ სამხარაძე აგინებს როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს.

დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მომიტინგეებს „ოცნების“ ოფისიდან რამდენჯერმე აგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი