ახალი ამბები

სიცრუეა, თითქოს 4-მა კაცმა გავლახეთ – ზარქუა ვატო წერეთელზე

30 ივნისი, 2022 • 776
სიცრუეა, თითქოს 4-მა კაცმა გავლახეთ – ზარქუა ვატო წერეთელზე

დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სიცრუეა, თითქოს მან და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს სცემეს.

ანრი ოხანაშვილის მსგავსად, ირაკლი ზარქუაც აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. ის წერს, რომ ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. შემდეგ კი ამბობს:

„ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობას მოჰყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც, თუ გასაჯაროვდა! ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4-მა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ , ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!!

ბუნებრივია, ცუდია, რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, დასაგმობია, რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!“.

!11


ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ  აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა,“.

წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი