ახალი ამბები

უხვი ნალექის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტში გზები ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

26 ივნისი, 2022 • 986
უხვი ნალექის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტში გზები ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ უხვი ნალექის შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე და სოფელ ჩარგალში მისასვლელ საავტომობილო გზაზე ხევის გამონატანებმა გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა.

შესაბამისად, ამ მონაკვეთებზე, უწყების თანახმად, გაწმენდითი და აღდგენითი ღონისძიებების გატარებამდე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დუშეთის საკრებულოს წევრის ცნობით, სოფლები, ყველანი და გვიდაქე, გზის გარეშე არიან დარჩენილები.

მასალების გადაბეჭდვის წესი