ახალი ამბები

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია – გზების დეპარტამენტი

9 ივნისი, 2024 •
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია.

მათი განცხადებით, მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, თუმცა გზა უკვე გაიწმინდა.

„კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარატემენტში.

მათივე განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს

მასალების გადაბეჭდვის წესი