ახალი ამბები

მიშელი: საქართველოში იციან, რაცაა საჭირო, ნაბიჯები სწორი მიმართულებით

23 ივნისი, 2022 • 396
მიშელი: საქართველოში იციან, რაცაა საჭირო, ნაბიჯები სწორი მიმართულებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს არის ნაბიჯები სწორი მიმართულებით.

მიშელის თქმით, დღეს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, პროგრესიც არ დააყოვნებს:

“პირველ რიგში, საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, რაც ცალსახა გზავნილია. მნიშნელოვანია, რომ გატარდეს ფუნდამენტური რეგორმები მართლმსაჯულებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ ინსტიტუტებთან პროგრესის მისაღწევად.

დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება საქართველოსგან, შესაძლებელია მათ დიდი პროგრესი განიცადონ. ვიცი, რომ მათ იციან, რაცაა საჭირო. უნდა გადაიდგას ნაბიჯები სწორი მიმართულებით. დღეს ჩვენ გავგზავნეთ მკაფიო მესიჯი გეოპოლიტიკურ დონეზე და არამხოლოდ გეოპოლიტიკურ დონეზე.

ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი და მთავრობა ირჩევს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს და გვსურს, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და მხარი დავუჭიროთ მას“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.


ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოს შემთხვევაში კი მოხდება ევროპული პერსპექტივის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი