ახალი ამბები

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

7 ნოემბერი, 2024 •
ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

დღეს, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია საუბარი, რომელიც წევრი სახელმწიფოების მეთაურებს გაუგზავნა.

ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა 7- 8 ნოემბერს, საღამოს გაიმართება.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებას და განვიხილავთ შემდგომ გზებს“, – აღნიშნულია წერილში.

დღეს, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი გაიმართება. სამიტს დაესწრებიან ლიდერები მთელი კონტინენტიდან, მათ შორის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი