ახალი ამბები

ზურაბიშვილი: მზად ვართ შემდეგ თვეებში სტატუსის მისაღებად მუშაობისთვის

23 ივნისი, 2022 • 707
ზურაბიშვილი: მზად ვართ შემდეგ თვეებში სტატუსის მისაღებად მუშაობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის, საქართველოსთვის კი პერსპექტივის მინიჭების შესახებ.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგანაც მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება:

„ახლა კი მზად ვართ, გულმოდგინედ ვიმუშაოთ შემდეგი თვეების განმავლობაში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ ანგარიშზე.

სალომე ზურაბიშვილი ასევე ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი