ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინას და მოლდოვას – მიშელი

23 ივნისი, 2022 • 1030
დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინას და მოლდოვას – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, დარწმუნებულია, რომ საბჭო კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს უკრაინასა და მოლდოვას.

ამის შესახებ მან დღეს, 23 ივნისს, ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს, მიშელის თქმით,  საბჭო მკაფიო და ძლიერ ევროპულ პერსპექტივას გამოხატავს.

„ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინას და მოლდოვას და გამოვხატეთ მკაფიო და ძლიერი ევროპული პერსპექტივა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს სხდომა, რომელმაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სტატუსებზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, 23-24 ივნისს გაიმართება.

ევროპული საბჭოს გამართვამდე, 17 ივნისს, თავისი რეკომენდაციები გამოაქვეყნა ევროკომისიამ, რომელმაც მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი