ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ისევ რუსეთთან შეერთებაზე ალაპარაკდა

21 ივნისი, 2022 •
ცხინვალი ისევ რუსეთთან შეერთებაზე ალაპარაკდა

ცხინვალის ცნობით, ოსურმა მხარემ რუს ოფიციალურ პირებთან კვლავ განიხილა 17 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის საკითხი რუსეთთან შეერთების საკითხზე.

გადაწყვეტილება, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთების საკითხზე აღარ გაიმართებოდა რეფერენდუმი, ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო. მისი არგუმენტი იყო ის, რომ რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება არ იყო მკაფიო, არ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან და ამასთან, ცხინვალს არ გააჩნია რეფერენდუმის ჩასატარებელი ფული.

დღეს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან თადტაევი აცხადებს, რომ რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის აუცილებელია.

“ჩვენი ხალხი საკუთარ თავს და საკუთარ მომავალს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში ხედავს. ეს პოზიცია  ჩვენს რუს კოლეგებს მივაწოდეთ და მათი მხრიდან არსებობს ამის გაგება. ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნული საკითხი განხილვას საჭიროებს, რათა რეფერენდუმზე დასმული კითხვის ფორმულირება ჩვენი რუსი კოლეგების მხრიდან კითხვებს არ იწვევდეს”, – განაცხადა მან.

აქამდე კი, მისი თქმით, ამ საკითხზე არ ყოფილა კონსულტაციები რუსულ მხარესთან.

გაგლოევის წინამორბედმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმი მას შემდეგ დანიშნა, რაც საპრეზიდენტო [დე ფაქტო] არჩევნებში დამარცხდა. რუსეთთან შეერთება მისი საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

რატომ შეიძლება გაუქმდეს ცხინვალში რეფერენდუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი