ახალი ამბები

“შინ ევროპისკენ” აქციას რესტორნებისა და კლუბების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს

20 ივნისი, 2022 •
“შინ ევროპისკენ” აქციას რესტორნებისა და კლუბების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას, რომელიც დღეს, 20 ივნისს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება, კაფე-ბარების, რესტორნებისა და კლუბების ნაწილიც უერთდება.

ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს

  • “დედაენის ბარმა”,
  • “ცისკარმა”,
  • “ბასიანმა”,
  • რესტორანმა “გუდამ”.

“საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, პოლიტიკური ნების, შრომისა და ქმედებების საშუალებით დაუბრუნდეს არჩეულ გზას და ამისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის აქტიურობა, პასუხისმგებლობის აღება, ორგანიზება და შედეგის მიღწევამდე მუდმივი პროტესტი და მოძრაობაა საჭირო, რადგან ამ პერსპექტივის დაკარგვით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ღირსეული ცხოვრებისა და შრომის პირობები, მწვანე და უსაფრთხო გარემო, თავისუფალი შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და განვითარების საშუალება. გაუცხოებული და რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ქვეყანა კულტურული და პოლიტიკური იზოლაციისთვის არის განწირული, სადაც ყველა იდეა და მიზანი ეფემერულია, ხოლო ყოფა, განვითარების ნაცვლად, არსებობისთვის ბრძოლად იქცევა, მოძრაობა ჩერდება და სიცარიელე რჩება.

ამიტომ, ყოველგვარი წინაპირობებისა და დათქმების გარეშე, პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად, უნდა შევძლოთ პირადი ინტერესების ნაცვლად საერთო საზოგადოებრივი ინტერესითა და მიზნით მოქმედება.

20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ღია კულტურასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეა, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით”, – წერს ღამის კლუბი “ბასიანი” [BASSIANI].

აქციას უერთდებიან “დედაენის ბარის” თანამშრომლებიც:

“ერთობას დიდი ძალა აქვს და დღეს ყველანი უნდა დავდგეთ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩაქრეს. გამოდით ყველა, დაე, დაგვთვალოს ევროპამ!”, – ნათქვამია “დედაენის ბარის” განცხადებაში.

“დედაენის ბარის” მსგავსად, აქციას უერთდება “ცისკარიც”: ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს! სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გადავინაცვლებთ რუსთაველის გამზირისკენ”.

დღევანდელ აქციას მხარდაჭერას უცხადებს “რესტორანი გუდაც”:

მასალების გადაბეჭდვის წესი