ახალი ამბები

ზურაბიშვილი დილით ბაქოში იმყოფებოდა, თუმცა საღამოს ევროპის მოედანზე აქციას დაესწრება

16 ივნისი, 2022 • 977
ზურაბიშვილი დილით ბაქოში იმყოფებოდა, თუმცა საღამოს ევროპის მოედანზე აქციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა.

სააგენტო APA-ს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ბაქოს IX გლობალურ ფორუმს, თემაზე „გლობალური წესრიგის საფრთხეები“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღესვე ბრუნდება და ევროპის მოედანზე დაესწრება მის მიერვე დაანონსებულ აქციას.

აქცია 19:00 საათზე თბილისში, ევროპის მოედანზე ჩატარდება და, როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი დაანონსებისას განაცხადა, ერთ საათს გაგრძელდება. მისი თქმით, აქციის მიზანი ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ქართველი ხალხის ერთიანობის ჩვენებაა.

აქციაზე მიწვეულები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

დღეს, 19:00 საათზე, პრეზიდენტის დაანონსებული აქცია გაიმართება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი