ახალი ამბები

ვიმუქრებით, ფარდას ავხდითო, მაგრამ ფარდა ჩვენზეა ახდილი – ზურაბიშვილი

14 ივნისი, 2022 • 1642
ვიმუქრებით, ფარდას ავხდითო, მაგრამ ფარდა ჩვენზეა ახდილი – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში მხარდამჭერები გაანაწყენა და ამასთან, იმუქრება კიდეც.

მისი თქმით, ბრიუსელში ჩასულს  „გაფუჭებული საქმე“ დახვდა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველას ეჩხუბება და  ყველა გაანაწყენა. მისი თქმით, ის, რომ საქართველოში მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები შესამჩნევლად შემცირდა რაღაცის მაჩვენებელი უნდა იყოს და დასაფიქრებელია.

„ამავე დროს ყველას ვეჩხუბეთ და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით: სამივე ბალტიის ქვეყანა (ესენი იყვნენ ტრადიციულად ჩვენი ტრადიციული მოკავშირეები ევროპის და ნატოს გზაზე), პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართული არის და ეხმარება უკრაინას და უკრაინა ცხადია.

თვითონ, შარლ მიშელი, რომელიც სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ინსტიტუციური მხარდამჭერი, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, რომ თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს. ასევე გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია რომელიც ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა! ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით… „თუ არ მიგვიღო…ფარდას ავხდიო“! არ ვიცი რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე, რომ ნელ-ნელა ახდილია ეს უნდა გვადარდებდეს მგონი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ისე არ უნდა წარმოაჩინონ, რომ „თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“.

მისი თქმით, საქართველო არაფერს „მათხოვრობს“, ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელის და თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება“, ყველაფერს „ფარდას ახდის“.

თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი