ახალი ამბები

თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი – ღარიბაშვილი

11 ივნისი, 2022 • 1826
თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ისე არ უნდა წარმოაჩინონ, რომ „თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“. ამის შესახებ მან დღეს, 11 ივნისს, განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არაფერს „მათხოვრობს“ და ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელის და თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება“ ყველაფერს „ფარდას ახდის“.

„რაც შეეხება სტატუსს, ჩვენ ახლა ისე არ წარმოვაჩინოთ, ჩვენს მოქალაქეებს უდნა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ვალდებული ჩვენს ხალხთან. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური, ასე ვთქვათ, მატარებელი. რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რისი დიდი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ, ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული[…]

რა თქმა უნდა, სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია  ის დამოკიდებულება გავიგოთ, რეალურაც რაც აქვთ ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს. ახლა დაველოდებით 23-24 ივნისს. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, უძველესი კულტურით და ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმართხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს.

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატვას. 23-34 ივნისს დაველოდები და თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანამ მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება.

„ეს არის მთავარი. 2007 წელს გაგვიჩინეს ძალიან დიდი მოლოდინი, აჟიოტაჟი, რომ MAP-ის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს MAP-ი, მაგრამ ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია,  ჩვენმა ხელისუფლებამ გახსნა ნატოს-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ამიტომ გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი