რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები ზართიანთკარის მიმდებარებ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.