ახალი ამბები

მთავრობის დაღმასვლაა – კრამონი ზურაბიშვილისთვის ვიზიტებზე უარის თქმაზე

11 ივნისი, 2022 • 1280
მთავრობის დაღმასვლაა – კრამონი ზურაბიშვილისთვის ვიზიტებზე უარის თქმაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ  მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უნდა გაემართა შეხვედრები.

ევროპარლამენტარის შეფასებით ეს საქართველოს მთავრობის დაღმასვლაა.

„როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას,  ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს საქართველოში პოლიტიკური რეალობაა. საქართველოს მთავრობის დაღმასვლაა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 10 ივნისს, განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდი არ აძლევს საშუალებას ეფექტურად დავიცვას ქვეყნის კანდიდატურა.

„მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავრობამ არ მომცა საფრანგეთში, უკრაინასა და პოლონეთში ვიზიტის საშუალება – პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი