ახალი ამბები

20 ივნისს რუსთაველზე – მელია აქციას უერთდება

9 ივნისი, 2022 • 1076
20 ივნისს რუსთაველზე – მელია აქციას უერთდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია უერთდება 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას.

„20 ივნისს 3 წელი სრულდება მას შედეგ, რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფელბისათვის. მე ვიცი, რომ ამ დღეს, ის პატრიოტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფელბა, კვლავ იკრიბება რუსთაველის გამზირზე. 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე – ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ დააანონსა აქციის ჩატარება, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“.

აქცია 20 ივნისსაა დაგეგმილი, – 2019 წელს სწორედ ამ დღეს დაარბიეს დემონსტრანტები, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

მელიას განცხადებით, დღეს მიღებული რეზოლუციით, „ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ დროა, თბილისში გააანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის“.

„ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ქართული ოცნება“, – აცხადებს მელია და დასძენს, რომ „საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძან ივანიშვილი და მისი ხელისუფელბა“.

„თქვენ გაქვთ 2 კვირა. დაასრულეთ საქართელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. დაასრულეთ მედიაზე ზეწოლა. დაასრულეთ პოლიტიკური დევნა. დადგა დრო, ქართველმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი“, – აცხადებს იგი.

ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი