ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

8 აპრილი, 2010 • • 1396
ცოტნე გამსახურდიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ჯორბენაძემ, ცოტნე გამსახურდიას 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სისხლის სამართლის კოდექსის მე–19/108–ე მუხლით, მკვლელობის მცდელობასა და 236–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც  იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა მოხმარებას ითვალისწინებს.

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს პირველ საათზე დაიწყო. სასამართლო დარბაზი ხალხით იყო სავსე. ადამიანების ნაწილი კი პროცესის დასრულებას დარბაზის გარეთ ელოდებოდა.

გამსახურდიას ადვოკატი, ქეთი ბექაური, განსასჯელისთვის მოსამართლისგან გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, ხოლო პროკურორი მოსამართლისგან 11 წლით თავისუფლებას აღკვეთას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია სამართალდამცავებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი